დედა.

ქალია

ვიღაცის შვილია

ვიღაცის ცოლია

მაგრამ თვითონ რომ კითხოთ ვინ არის პირველრიგში გეტყვით რომ დედაა.

ცხრათვე მუცლით გატარებს, სენტიმენტალური ხდება შენგამო ხან ტირის ხან იცინის ეშინია იმიტომ რომ პირველიხარ , პირველი შვილი რომელიც უნდა გაზარდოს. თვითონაც პაატარაა ცხოვრება ეხლახანს დაიწყო , მაგრამ იცის რომ შენი გაჩენის შემდეგ უძლიერესი პიროვნება გახდება და ცხოველივით ყველგან და ყოველთვის დაგიცავს. იბადები და იწყება მისი ნამდვილი სიცოცხლე , გიყურებს და ხვდება, რომ აქამდე არ უცხოვრია ,იმახსოვრებს შენ სუნს, გკოცნის ,გეფერება , ღამეებს ათენებს შენთვის და შენთან ერთად ტირის. როცა გტკივა უნდა რომ შენ მაგივრად მას ტკიოდეს. ეგოისტურად უხარია როცა მხოლოდ მისი ხმა გამშვიდებს , ბედნიერია როცა შენ პირველ ნაბიჯებს ხედავს შენ პირველ სიტყვას ისმენს და უფრომეტად აჟიტირებულია როცა შენი პირველი სიტყვა დედაა. არ ავიწყდება შენი პირველი აცრა , შენი პირველი დაცემა , იცის რა გიყვარს , ყოველთვის ფიქრობს იმაზე რომ ერთი წამითაც თუ მოგაშორებს თვალს რამეს იტკენ და ყოველთვის შენს უკან დგას , რომ გადაგარჩინოს.ამასობაში საკუთარი თავი ავიყწდება, სარკეში იყურება და უკვირს როგორი შეცვლილია , გაზრდილი და დაღლილიც კი , მაგრამ უკან მოხედვისას ხედავს მის ქმარს და შვილს რომლებიც ბედნიერები თამაშობენ თავს ანებებს სარკესთან დგომას და ისევ შენთან მოდის რომ გეთამაშოს. ბაღში მიყავხარ , ყოველი შენი იქ დატოვება მისთვის საშინელებაა, დილით იფიქრებს რომ ცოტას დაისვენებს მაგრამ , საღამომდე საათს უყურებს რომ მალე მოვიდეს შენთან და სახლში წამოგიყვანოს . სკოლაში მიყავხარ და უკვე იმაზე ფიქრობს დიდი რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდე. უნდა რომ კარგად ისწავლო და შენი მომავალი საუკეთესო წარმოუდგენია. შენი ყოველი ცუდი ქცევა მისთვის გულის ტკვილია. გაკვირდება როგორ იზრდები, როგორ ითხოვ დამოუკიდებლობას , არ ემეტები მარტო გასაშვებად , გარეთ რომ გადიხარ ხელის კანკალით გიხურავს კარებს და საათის ისრებს უყურებს თვალისდაუხამხამებლად , ერთი სული აქვს როდის დაბრუნდები რომ მშვიდად დაიძინოს. შენზე გადაკრულად ნათქვამი სიტყვაც კი სულს უყინავს , შენზე კარგი ნათქვამი კი სიამაყით ავსებს . არუნდა გეჩხუბოს , მაგრამ იმდენად დაუძლურებულია თავს ვეღარ ელევა. თანდათან იაზრებს , შეცდომები უნდა დაუშვა იმისთვის რომ ისწავლო და გაძლევს კიდეც ამის უფლებას მაგრამ , ყოველი წაბორძიკების დროს ისევ შენთან ჩნდება. სარკეში ჩახედვისას უკვე ნაოჭებს ამჩნევს , ხელებიც ოდნავ გაუუხეშდა და უკვე საღებავიც ჭირდება რომ ჭაღარები დამალოს. მაინც შენთანაა და როცა მასთან სალაპარაკოდ მიდიხარ არც კი ცდილობს რომ მისი ტკივილის შესახებ გესაუბროს . გისმენს ისე როგორც არავინ მოგისმენს და გაძლევს რჩევას რომელიც აუცილებლად გამოგადგება. ისევ ბედნიერდება იმითი რომ თუნდაც 15 წუთი დაუთმე მასთან საუბარს და კვლავ ავიწყდება მისი ნაოჭები . ბოლოს კი სამშობიარო ოთახის კარებთან გელოდება და იღიმის იმიტომ რომ ახსენდება ის მომენტი ის წამი რომელიც შენი დაბადებისას განიცადა და ბედნიერია იმიტომ, რომ უკვე იცის დარჩენილ ცხოვრებასაც შენ დახმარებაში გაატარებს .

Advertisements

სიმარტოვე

გამარჯობა

მე შენი ახლო მეგობარი ვარ . დიდიხანია უკვე ერთად ვართ. მე შენი ერთგული ვარ და მაშინვე შენთან ვჩნდები როცა ყველა გტოვებს. შენ არ გიყვარვარ , მაგრამ ყოველთვის როცა ერთად ვართ გეხმარები გადაწყვეტილებების მიღებაში და შენ წარმოიდგინე ხშირად სწორ გადაწყვეტილებასაც იღებ. მე შენი მეგობარი ვარ , ის მეგობარი რომელიც არ გტოვებს თუ შენ თავად არ მოისურვებ ამას. გაძლევ საშუალებას იფიქრო ყველაფერზე , იტირო ისე რომ ვერც ვერავინ გაიგოს და იყო მშვიდად.მე შენ მიყვარხარ და მაშინაც კი შენთან ვარ როცა ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ. იქცევი დაუფიქრებლად და ათას საშინელებას აკეთებ. მე შენი ვარ ერთადერთი რომელიც შეგიძლია აქციო მუდმივ მეგობრად , მაგრამ ამისთვის ძლიერი უნდა იყო , შეიძლება გაგიჟდე . ჩემთან ყოფნა მსხვერპლია , როგორც ყველა ნებისმიერ ადამიანთან , მაგრამ მაინც მე განსაკუთრებული ვარ. დროის შეგრძნებას დაგიკარგავ , საკუთარ თავთან აგალაპარაკებ და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სურვილს გაგიქრობ. ჯერ არ ყოფილა ადამიანი ვინც ჩემთან მეგობრობას გაუძლო, ბოლოს ყველა ჭკუიდან გადადის და საბოლოო დანიშნულება მაინც სიკვდილია. თქვენ ადამიანები საოცრად საბრალონი ხართ , გძულთ ერთმანეთი მაგრამ მაინც არშეგიძლიათ ერთმანეთის გარეშე. თუ ერთად ხართ ბოლომდე მაინც არ გიყვართ ერთმანეთი. შური , ბოღმა , ბოროტება ყველაფერი ერთადაა თქვენში. ერთმანეთს ანადგურებთ და მიტოვების შემდეგ იგივე წრეზე მიდიხართ სხვა ადამიანებთან სხვა მიზნებით მაგრამ ბოლოს დასასრული მაინც იგივეა . ადგებით კარებს რასაც აწერია სიმარტოვე და აი მაშინ იწყება ნამდვილი თამაში. ჩემი კარები თქვენთვის ყოველთვის ღიააა

სიყვარულით

სიმარტოვე

მე მეოცნებე.

მე მეოცნებე ვარ. შენი მეოცნებე.

ზოგჯერ არეული , დაკარგული , მაგრამ მაინც შენი. არმიყვარს რეალური სამყარო დიდიხანია მივხვდი რომ აქ ჩემი ადგილი არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ იქ სადაც ყველა ერთნაირია , ყველას ერთნაირი სურვილები აქვს და ეს დროის უაზრო ფლანგვაა. დიდიხნის წინ წავედი  ამ რეალობიდან , შევქმენი სამყარო სადაც ყველა ბედნიერია . სადაც ფერები ცოცხლობენ , ვნებებს გარყვნილებად არავინ ჩაგითვლის და სიყვარული უპასუხოდ არ დაგრჩება . იქ არც ღალატია არც ტკივილია მხოლოდ სიხარულის ცრემლებით ვტირივართ. არც სიკვდილია , არავინ ტოვებს ერთმანეთს არც დავიწყებას ცდილობენ ,  მხოლოდ ბედნიერების მელოდიებით ირთობენ თავს და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ზრდიან.  ეს ჩემი სამყაროა სადაც ვერავინ შევა  დაუკითხავად და თუ შევიდა ვეღარ გამოვა . მიყვარს  ჩემი სიმშვიდე ,  წვიმიანი საღამოები , მიწის სურნელი, ჩიტების ხმები მოსაუბრე ყვავილები , შექმნილი უცნაური ტკბილი მელოდიები , მომღიმარი ცა , მოსიყვარულე  მზე, ყველაფერი მიყვარს . შენც მიყვარხარ  , ყველაზე დიდი ოცნება  იქ შენხარ .  მე გელოდები შენ კვლავ , კვლავ და კვლავ შენ ხომ ჯერ არც არსებობ.  მაგრამ ოცნებას სულაც არ ჭირდება  რელობაში არსებობა . ის გულში და გონებაშია. მე შენ გამოგიგონებ  და შენ მე შემიყვარებ .  შემიყვარებ თანაც როგორ შემიყვარებ .

 

ჩვენ .

ჩემი გული გაუქმებული ,დაორთქლილი ფანჯარასავითაა. შეგიძლია დახატო მასზე , დატოვო შენი თითების კვალი , მაგრამ ვერ გამოაღებ და გარედან შემოსულ ჰაერს ვერ შეიგრძნობ , არც ჩიტები შემოფრინდებიან და არც მზის სხვიები არ გაგათბობს.  მისი გატეხვა, რომ ეცადო გატყდება მაგრამ მიუხედავად ამისა მასში შეხწევის დროს დაზიანდები ,წვეტიანი შუშები რომლებიც მისი დაზიანებისას გაჩნდა საპასუხოდ აუცილებლად დაგაზარალებს.   სურვილს გაგიქრობს იქ შეღწევის და უბრძოლველად დაიხევ უკან. ჩემი გული ერთ დროს ლამაზი ეხლა კი  დაბინძურებული ტბასავითაა, ყველამ გაიარა ყველამ მოასწრო მისით ტკბობა , დააბინძურეს და მიატოვეს , ეხლა კი არც არავის უნდა მისი დანახვა. ჩემი გული ზღვის ფსკერზე ჩაძირული გემია, დაკარგული ყელსაბამია, გახრწნილი გვამი, უსარგებლო ნივთი, გამხმარი ყვავილი, ჭექაქუხილია  და დაკარგული მისამართია , ჩემი გული ისაა რასაც , არავინ და არაფერი არ ყავს , ის ჩემი გულია ესეთი ცივი დაკარგული , ძლიერი მაგრამ მაინც ლოდინით სავსე . ყველა ელოდება ვიღაცას მეც ველოდები , ჩვენ ველოდებით იმას ვინც არც ჭრილობებს შეუშინდება და არც ზიზღით ჩაგვივლის . ჩვენ გელოდებით შენ